მეცხრე დღეა ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ელიტურ ტურნირზე დღეს სკი კროსის კვალიფიკაცია გაიმართება, ტურნირში 14 ქვეყნის 61 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ქართველი მოთხილამურეები: დავით თედიაშვილი , ლაშა კურტანიძე და ბექა ბერძენიშვილი.
დიდველის მთაზე ოფიციალური ვარჯიში და კვალიფიკაცია გაიმართება სნოუბორდ სლოუფ სტაილში, დღესვე 18 ქვეყნის 27 სპორტსმენი ივარჯიშებს მოგულის დისციპლინაშიც. მსოფლიო ჩემპიონატზე 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მონაწილეობს.