14 ნოემბერი 2024,   21:18
ვრცლად
ბათუმის იუსტიციის სახლში სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდისათვის დაგეგმილ აქტივობები განიხილეს

ბათუმის იუსტიციის სახლში გამართულ შეხვედრას, იუსტიციის მინისტრთან ერთად, ესწრებოდა მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე. საუბარი, ძირითადად, სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდისათვის დაგეგმილ აქტივობებს შეეხო.

თანამშრომელთა მხრიდან აღინიშნა, რომ წინა შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებები გათვალისწინებულია, გამოწვევები კი, გადაჭრილი. განახლებულია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და გათანაბრებულია თანამშრომლების ხელფასები.

"უწყვეტი დიალოგი იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულებთან, პრობლემებზე გულწრფელი საუბარი და მათ გადაჭრაზე ერთობლივი ზრუნვა არის ნებისმიერი ორგანიზაციის წარმატების მთავარი გასაღები," - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

შეხვედრას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, იუსტიციის სახლის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

დღის ამბები