ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტების გამოსავლენად დასახლების საერთო კრება და მოსახლეობასთან კონსულტაციები გრძელდება.
მაღალმთიანი სოფლების საკირის, ტაძრისის და დგვარის მოსახლეობასთან შეხვედრებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, მოადგილე გიორგი ტაბატაძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობამ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებებიდან, პრიორიტეტული პროექტები ხმათა უმრავლესობით გამოავლინეს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.