04 მაისი 2024,   12:54
ვრცლად
ისრაელში პოლიციამ სასამართლო რეფორმის მოწინააღმდეგეთა აქცია დაარბია

ისრაელში პოლიციამ სასამართლო რეფორმის მოწინააღმდეგეთა აქცია დაარბია, დაკავებულია 21 მონაწილე. ისინი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ ინიცირებულ რეფორმას აპროტესტებენ.

მათი თქმით, ხელისუფლების გეგმა სასამართლოს დამოუკიდებლობასა და ქვეყნის დემოკრატიულობას უთხრის ძირს. ქნესეთმა კანონპროექტს კენჭი 21 თებერვალს უყარა.

აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტს აძლევს საშუალებას გააუქმოს უზენაესი სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება უმრავლესობით.

დღის ამბები