04 მაისი 2024,   12:57
ვრცლად
ნავის ჩაძირვას იტალიის სამხრეთ სანაპიროსთან 40-ზე მეტი მიგრანტის სიცოცხლე ემსხვერპლა

ნავის ჩაძირვას იტალიის სამხრეთ სანაპიროსთან 40-ზე მეტი მიგრანტის სიცოცხლე ემსხვერპლა.ნავი უამინდობის გამო კლდეს შეეჯახა.

ბორტზე სულ 100 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან მაშველებმა მხოლოდ 40-ის გადარჩენა შეძლეს.

იტალიური მედიის ცნობით, ნავზე მყოფი პირები ირანიდან, ავღანეთიდან და პაკისტანიდან წამოსული მიგრანტები არიან. ინციდენტის ადგილას სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

დღის ამბები