04 მაისი 2024,   15:36
ვრცლად
2 ოქროს მედალი და ვანკუვერი საბალეტო სკოლაში სწავლის დაფინანსება - 16 წლის მარიამ ფოცხიშვილი საქართველოში გამარჯვებული დაბრუნდა

ქართველი ბალერინას წარმატება ამერიკაში - 2 ოქროს მედალი და ვანკუვერი საბალეტო სკოლაში სწავლის დაფინანსება. 16 წლის მარიამ ფოცხიშვილი საქართველოში გამარჯვებული დაბრუნდა. "ბალეტი საზღვრებს მიღმა" საერთაშორისო კონკურსია, სადაც ასობით მოცეკვავიდან საუკეთესოდ, სწორედ მარიამ ფოცხიშვილი დასახელდა.

სექტემბერში, კი მარიამი სწავლას ვანკუვერის საბალეტო სკოლაში გააგრძელებს.

"ბალეტი საზღვრებს მიღმა" ასე ეწოდება კონკურსს, რომლის ჟიურიმაც 300 მოცეკვავიდან საუკეთესოდ მარიამი დაასახელა. საერთაშორისო მაყურებელს თავი ნაციონალური და კლასიკური ცეკვის შესრულებით მოაწონა.

ორი ოქროს მედალი, ვანკუვერის საბალეტო სკოლაში სწავლის დაფინანსება და ჟიურის სამი წევრის უმაღლესი შეფასება - მარიამ ფოცხიშვილმა ამერიკული წარმატების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. პირველობა კლასიკური ვარიაცია ბალეტიდან "რაიმონდას" და ნაციონალური, ტრადიციული "ლეზგინკას" შესრულებით მოიპოვა, რომლის ქორეოგრაფიც, მამა - დავით ფოცხიშვილია.

მარიამი ვახტანგ ჭაბუკიანის საბალეტო სკოლის მოსწავლეა. პროფესიაში პირველი ნაბიჯების გადადგმაში და მის ყოველდღიურ ვარჯიშშიც, პედაგოგებთან ერთად, მისი მშობლები აქტიურად არინ ჩართულები.

"ბალეტი საზღვრებს მიღმა" - ეს მეორე კონკურსი იყო, სადაც მარიამმა მონაწილეობა მიიღო. პირველად ტოკიოში, საუკეთესო ათეულში მეოთხე ადგილი დაიკავა.

დღის ამბები