04 მაისი 2024,   21:37
ვრცლად
სოფელი ღრუბლებში - შუაფხოში მცხოვრები 10-შვილიანი ოჯახის ამბავი

უკანა ფშავში მდებარე სოფელი შუაფხო, სადაც ყველა სეზონი თავისებურად ლამაზია, თუმცა ზამთარი განსაკუთრებით. უზარმაზარ, გადათეთრებულ მთებზე რამდენიმე სახლი დგას, საიდანაც კვამლი ამოდის. ზამთარში შუაფხო არ არის ისეთი ხალხმრავალი, როგორიც ზაფხულობით. ამიტომ, საკვამურიდან ამოსულ კვამლს ბევრ სახლზე ვერ ნახავთ. თოვლში ჩაკარგული ფერადი სახლებიდან ერთი გამორჩეულია, სადაც განსაკუთრებული ჟრიამულია. ამის მიზეზი ერთ სახლში მცხოვრები 10 ბავშვია.

ჯაბანიშვილების ოჯახში სულ 12 ადამიანი ცხოვრობს. დედა, მამა და 10 შვილი. მათგან 7 სკოლის მოსწავლეა. შუაფხოს სკოლაში კი სულ 15 მოსწავლე სწავლობს. გამოდის, რომ სკოლის მოსწავლეთა თითქმის ნახევარი დედმამიშვილები არიან.

დღის ამბები