22 აგვისტო 2026,   19:13
ვრცლად
სავალდებულო სამხედრო სამსახურში შეტანილ ცვლილებებზე, დღეს პარალამენტში იმსჯელებენ

თავდაცვის ახალი კოდექსის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებზე იწყება. საკითხზე კანონმდებლები დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე იმსჯელებენ.

კოდექსის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, მისი დამტკიცების შემთხვევაში, სასულიერო პირებს მართლმადიდებელი ეკლესიიდან, სხვა რელიგიური ორგანიზაციის წევრებისგან განსხვავებით, კვლავ შეეძლებათ ისარგებლონ უფლებით, არ გაიარონ სავალდებულო სამხედრო სამსახური.

კანონპროექტს დისკრიმინაციულად მიიჩნევენ ოპოზიციაში და მიიჩნევენ, რომ ჯარში გაწვევა ნებაყოფლობითი უნდა იყოს.

კანონპროექტი სამხედრო სამსახურზე უარის შემთხვევაში ალტერნატიულ შრომას ითვალისწინებს. კანონპროექტის შეცვლის მოტივად იმ საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრა სახელდება, რომელიც "გირჩმა" გამოიყენა და ათასობით ახალგაზრდას საშუალება მისცა სამხედრო სამსახური თავიდან აერიდებინა. კანონი რელიგიური ორგანიზაციების წევრებს სამხედრო სამსახურზე უარის თქმის შესაძლებლობას აძლევდა. 

დღის ამბები