17 მაისი 2024,   14:00
ვრცლად
კოკა კაციტაძე რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რეზვან როტუნდუსს შეხვდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე პირველ მოადგილესთან გიორგი კვარაცხელიასთან ერთად, რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რეზვან როტუნდესს შეხვდა. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

საგამოძიებო უწყების ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი მხარეებს შორის ურთიერთობებს და კომპეტენციის ფარგლებში, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.

კოკა კაციტაძემ ელჩთან სამსახურის ფუნქციებზე და ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმის დარღვევის ფაქტების გამოძიების კუთხით, გაფართოებულ მანდატზე ისაუბრა. ასევე, დიპლომატს განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო.

შეხვედრაზე მხარეებმა რუმინეთის საელჩოს აქტიური ჩართულობით სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობასა და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმების ევროპული გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრეს.

სამსახურის უფროსმა რეზვან როტუნდუსს შეხვედრისთვის და ნაყოფიერი დისკუსიისთვის მადლობა გადაუხადა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრას რუმინეთის კონსული მარიუს პანდელეა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნათია ფირაშვილი ესწრებოდნენ.

დღის ამბები