24 აგვისტო 2026,   09:31
ვრცლად
ქუთაისში ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მიმდებარედ საქვაბე აფეთქდა - შენობა მთლიანად დაინგრა

ქუთაისში ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მიმდებარედ საქვებე აფეთქდა, რის შედეგადაც შენობა მთლიანად დაინგრა. ნგრევის შედეგად კლინიკის რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა. მათ პირველად სამედიცინო დახმარება ჩაუტარდებათ.

როგორც კლინიკის თანამშომლები აცხადებენ, აფეთქების ხმა მოესმათ და გარეთ გამოსულებს შენობა დანგრეული დახვდათ.

"მოულოდნელად საშინელი ხმაური და ნგრევის ხმა გაისმა. გაზის სუნი იყო და დაკვამლიანება გარემო საერთოდ. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ეს იყო მიწისძვრა. მოვახერხე ის რომ ყველა თანამშრომელი გარეთ გამოვიყვანე გარეთ, თუმცა დაზიანებები და შოკი აქვთ," - განაცხადა კლინიკის წარმომადგენელმა, მაგული ჩხონაძემ. 

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. 

დღის ამბები