ზუგდიდის რაიონული სასამართლო დღეს მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცევა - მიზეზი ბანკზე, დაახლოებით 3 წლის წინ მომხდარი, გახმაურებული თავდასხმაა. ბრალდებული - ბადრი ესებუა პროცესს ამჯერადაც დაესწრება.
დღევანდელ სხდომაზე დაგეგმილია დაზარალებული პირების გამოკითხვა და მტკიცებულებების გამოკვლევა. ადვოკატი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და ის თავდასხმაში არ მონაწილეობდა. ესებუას ტერორისტული აქტის მოწყობასა და ტერორისტული მიზნით მძევლების აყვანას ედავებიან.