ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე სასამართლო განხილვა გრძელდება - დაცვის მხარე დღეს მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლობას მოითხოვს, სხდომა მალე დაიწყება.
არცერთი დაკავებული, მათ შორის, არც ლაშა ფურცხვანიძე ბრალს არ აღიარებს, ნაწილი დუმილის უფლებით სარგებლობს. 9 დაკავებულიდან პროკურატურამ 4-ს ბრალი, დაახლოებით, 10 დღის წინ დაუმძიმა.
არასამთავრობო ორგანიზაციის ”უფლებები საქართველო” იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი აცხადებს, რომ 12 ოქტომბრის ვიდეო ჩანაწერები არ არსებობს და მისი თქმით, ამაზე გამოძიებას პასუხი არ აქვს.
"ტრაგედიის წინა დღეს, 12 ოქტომბერს, ტექნიკური პერსონალი იყო შადრევანში ჩასული მათთვის დენს არ დაურტყამს. 12 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრის ვიდეოკადრები არ არსებობს და ამაზე გამოძიებას პასუხი არ აქვს,"- აცხადებს ჩოფიკაშვილი.