11 მაისი 2024,   09:27
ვრცლად
მოლდოვაში სახელმწიფო ენა შესაძლოა რუმინული გახდეს - "რუმინულ ენაზე დაბრუნება ისტორიული ნორმაა და ეს, რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს" 

რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე იონ-მარჩელ ჩოლაკუ მიესალმება მოლდოვის მმართველი პარტიის "მოქმედებისა და სოლიდარობის"  დეპუტატების ინიციატივას, რომელმაც პარლამენტში კანონპროექტი დაარეგისტრირა, რაც კანონებში "მოლდოვური ენის" "რუმინულად" შეცვლას გულისმობს. კოლაკუმ აღნიშნულ ნორმას ისტორიული უწოდა.

"მოლდოვის რესპუბლიკაში ოფიციალური ენის სტატუსის რუმინულ ენაზე დაბრუნება ისტორიული ნორმაა და ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე! ფრაზები "სახელმწიფო ენა“, "ოფიციალური ენა" ან "დედაენა" ანომალიაა", - წერს კოლაკუ ფეისბუქზე.

პროექტის მიხედვით, ფრაზები "მოლდოვური ენა", "სახელმწიფო ენა", "ოფიციალური ენა“ და "მშობლიური ენა“ ნებისმიერი გრამატიკული ფორმით უნდა შეიცვალოს ფრაზით „რუმინული ენა“ შესაბამისი გრამატიკული ფორმით. ასევე, კონსტიტუციის მე-13 მუხლის 1-ლ ნაწილში შემოთავაზებულია ტექსტის „ლათინური დამწერლობის საფუძველზე ფუნქციონირების“ მოძველებულად აღიარება.

გარდა ამისა, PAS პროექტის მიხედვით, ლიმბა ნოასტრას დღესასწაულს ლიმბა რომანი დაერქმევა. 

დღის ამბები