ჭიათურაში, მდინარე ყვირილას გაწმენდის პირველი ეტაპი დასრულდა.
კალაპოტიდან უკვე ამოღებულია 60 000 კუბურ მეტრზე მეტი შლამი, რომელსაც სამომავლოდ ეკოლოგიური დანიშნულებით გამოიყენებენ.
სამუშაოების პირველი ეტაპი ორ თვეს გაგრძელდა. მდინარის კალაპოტი ათწლეულების განმავლობაში დალექილი შლამისგან გაიწმინდა. მეორე ეტაპის ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაო კი ზაფხულში დაიწყება.
"მდინარე ყვირილა შლამის გარეშე" - მასშტაბური ეკოლოგიური პროექტი, სახელმწიფოს სპეციალური მმართველის გადაწყვეტილებით, "ჯორჯიან მანგანეზის" გარემოს დაცვის პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება.