11 მაისი 2024,   14:21
ვრცლად
10 წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ გაეროს წევრმა ქვეყნებმა მსოფლიო ოკეანეების დასაცავად ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს

10 წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ გაეროს წევრმა ქვეყნებმა მსოფლიო ოკეანეების დასაცავად ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს.

"ღია ზღვის ხელშეკრულება" 2030 წლისთვის ზღვების 30%-ს დაცულ სივრცეში ათავსებს, რაც საზღვაო ბუნების დაცვასა და აღდგენას გულისხმობს. შეთანხმება 38 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ნიუ-იორკის გაეროს შტაბ-ბინაში მიიღეს.

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის უახლესი შეფასებით, ზღვის ბინადართა გლობალური სახეობების თითქმის 10% გადაშენების რისკის ქვეშაა.

ახალი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დაცულ ტერიტორიებზე შეზღუდვები დაწესდება თევზაობის მასშტაბებზე, გემების მარშრუტებსა და კვლევით აქტივობებზე, მათ შორის ზღვის მინერალების მოპოვებაზე.

დღის ამბები