18 მაისი 2024,   17:57
ვრცლად
გორის რაიონულმა სასამართლომ ნიკა საბაშვილის საქმესთან შემხებლობაში მყოფი რატი მამედოვის აღკვეთის ღონისძიების შესახებ მსჯელობა დაიწყო

გორის რაიონულმა სასამართლომ ნიკა საბაშვილის საქმესთან შემხებლობაში მყოფი რატი მამედოვის აღკვეთის ღონისძიების შესახებ მსჯელობა დაიწყო. მამედოვს ბრალდება საბაშვილების ბიზნესის შევიწროებას და ფულის გამოძალვას ედავება, რასაც შემდგომში საბაშვილის მხრიდან ორი ადამიანის მკვლელობის მცდელობა მოჰყვა.

"სასამართლომ განიხილა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა, დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა ვინაიდან არსებობდა მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები და ბრალდებულს შეუფარდა პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით. ვედავებით ბრალდებულს გამოძალვას, ასევე მოტყუებით ქონებრივ დაზიანებას," - განაცხადა პროკურორმა.

დაცვა ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.

"საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, არ არსებობს არც ფორმალური და არც ფაქტობრივი საფუძვლები იმისთვის, რომ ბრალდებულს შეფარდებოდა აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა და მხოლოდ ის, რომ ბრალდებული არის ნასამართლევი და არის პირობითი მსჯავრის ქვეშ, და ბრალდებულმა შესაძლებელია ჩაიდინოს კვლავ რაიმე დანაშაული, მიმაჩნია, რომ აღკვეთი ღონისძიების საფუძველი არ არის," – აცხადებს რატი მამედოვის ადვოკატი ნინო შავშიშვილი.

დღის ამბები