11 მაისი 2024,   11:44
ვრცლად
უკრაინაინაში განგაშის სიგნლის ხმა არ წყდება - ხარკოვში დაბომბვას ახლად დაქორწინებული წყვილი ემსხვერპლა

ომის 376 დღე უკრაინაში - ღამით 10 ოლქში, მათ შორის კიევშიც, განგაშის ხმა ისმოდა.

რუსულმა არმიამ ნიკოპოლი მძიმე არტილერიით დაბომბა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სხვა ინფრასტრუქტურა. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებაც, დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

ხარკოვის ოლქის დაბომბვისას ახლად დაქორწინებული წყვილი დაიღუპა.

ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლშიც. ქალაქის მერის განცხადებით, უკრაინულმა თავდაცვის ძალებმა რუსების სამხედრო ბაზებს დაარტყეს.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული ძალები შეტევას ხუთი მიმართულებით აწარმოებენ.

დღის ამბები