11 მაისი 2024,   09:58
ვრცლად
საბერძნეთში სარკინიგზო ავარიაზე ხელისუფლების რეაქციას ხალხის პროტესტი მოჰყვა - დემონსტრანტებმა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილი დაუშინეს, პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა

ათენში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. ათასობით სტუდენტი და რკინიგზის თანამშრომელი მომხდარ სარკინიგზო ავარიაზე ხელისუფლების რეაქციას აპროტესტებს. მომიტინგეთა ნაწილმა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილები დაუშინა, საპასუხოდ კი პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს საბერძნეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას 57 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხელისუფლებამ მომხდარის მიზეზად ადამიანური შეცდომა დაასახელა.

 

დღის ამბები