15 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
პარლამენტთან აქცია იწყება - "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებული კანონპროექტების ბიუროზე განხილვა პროტესტის ფონზე ჩაივლის
ბიუროს დღევანდელი სხდომა, სადაც "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებულ კანონპროექტებს განიხილავენ,  აქციის ფონზე ჩაივლის.  კანონპროექტების მოწინააღმდეგეებმა შეკრება საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან დაიწყეს.
 
"არა რუსულ კანონს - ეს საკითხი გასცდა  პარტიულ ჩარჩოებს და ჩვენ ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოება ჩართულია აქტიურად ამ პროცესში, ვდგავართ ერთად და ვიბრძვით საქართველო ევროპულ მომავლისთვის. 
 
რა თქმა უნდა, ამას მშვიდობიანი მეთოდებით ერთად გავაპროტესტებთ და გამოვიყენებთ ყველა კონსტიტუციურ უფლებას - სამართლებრივსაც, ქუჩისასაც , საერთაშორისოსაც, რომ ეს კანონი არ იქნას მიღებული - აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა.
 
”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგა ბოკერია პროტესტის გაფართოების აუცილებლობაზე საუბრობს. 
 
"ამ ფონზე მნიშვნელოვანია, რომ ეს პროტესტი, რომელიც არის აქ, წერტილოვანი, მაგრამ ვხედავთ, რომ რეალურად ფართო სსაზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა ამას - იმ ადამიანების, ვინც პოლიტიკაში არასოდეს არიან ჩართული. ეს უნდა გაფართოვდეს და ამისთვის უნდა გვქონდეს მზაობა, ნებისყოფით გაგრძელებისა ამ პროტესტის", - თქვა ბოკერიამ. 
დღის ამბები