11 მაისი 2024,   00:50
ვრცლად
ჰამბურგში სროლის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 25 დაიჭრა

ჰამბურგში სროლის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 25 დაიჭრა. ცეცხლი გროს ბორსტელის რაიონში, "იეჰოვას მოწმეთა" რელიგიურ ცენტრში, საღამოს 9 საათისთვის გახსნეს. პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არის სავარაუდო თავდამსხმელიც.

მოტივი ჯერჯერობით გაურკვეველია. მთელი ღამის განმავლობაში სამართალდამცავები მოსახლეობას მოუწოდებდნენ თავი შეეკავებინათ ქუჩაში გასვლისგან. საგამოძიებო მოქმედებები რელიგიურ ცენტრში ამ დრომდე მიმდიანრეობს.

დღის ამბები