11 მაისი 2024,   01:18
ვრცლად
სროლა თელ-ავივში - პოლიციამ პალესტინელი შეიარაღებული პირი მოკლა, რომელმაც ცეცხლი გახსნა და სამი ადამიანი დაჭრა

სროლა თელ-ავივში - პოლიციამ პალესტინელი შეიარაღებული პირი მოკლა, რომელმაც ცეცხლი გახსნა და სამი ადამიანი დაჭრა. სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე ქუჩა გადაკეტეს, მედიკოსები კი დაჭრილებს მიმდებარე ტროტუარზე მკურნალობდნენ. ფაქტს გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც შემთხვევას "ტერორისტული თავდასხმა" უწოდა.

ისლამისტურმა შეიარაღებულმა დაჯგუფება "ჰამასმა" თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო და 23 წლის მსროლელი დაჯგუფების წევრად დაასახელა.

შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე ისრაელის ძალებმა დასავლეთ სანაპიროზე ცეცხლსასროლი იარაღით შეტაკებისას ისლამური ჯიჰადის ჯგუფიდან სამი შეიარაღებული მებრძოლი მოკლეს. თელ-ავივის სროლა კი "ჰამასის" წევრების განცხადებით ამ შეტაკებაზე პასუხია.
 

დღის ამბები