11 მაისი 2024,   11:44
ვრცლად
მასობრივი ინტოქსიკაცია ირანში - 2 000-ზე მეტი მოსწავლე სამედიცინო დაწესებულებებშია გადაყვანილი

თავის ტკივილი, გულის აჩქარება, შფოთვა, სხეულის პარალიზება - ეს იმ სიმპტომების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ირანის სკოლებში მოსწავლეებს მოწამვლის შედეგად გამოუვლინდათ. დაზარალებულები ჰყვებიან, რომ მომწამლავ აირს ციტრუსის, ქლორის ან სუნამოს სუნი აქვს.

მომხდარს უპატიებელი დანაშაული უწოდა ირანის ლიდერმა. აიათოლა ალი ხამენეიმ დამნაშავეების დასჯა მოითხოვა. ირანის მთავრობა საბოტაჟში გარე ძალებს ადანაშაულებს.

დაზარალებულთა უმეტესობა გოგონები არიან, სამიზნე ქალთა სკოლებია. შესაბამისად გაჩნდა ვარაუდი, რომ გოგონების მოწამვლა სექტემბერში დაწყებულ საპროტესტო აქციებს უკავშირდება, როდესაც გამოსვლებში ძირითადად ქალები მონაწილეობდნენ. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ მთავრობა ამ ფორმით გოგონებს სჯის და ქალთა სკოლების დახურვას გეგმავს. თეთრი სახლი თეირანს ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს.

ნოემბრიდან დღემდე ათასობით ირანელი გოგონა კლინიკებში უცნობი აირით მოწამვლის შედეგად აღმოჩნდა. დაზარალებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ირანი პირობას დებს, რომ დამნაშავეებს უმკაცრესად დასჯის. თეირანი საერთაშორისო ორგანიზაციების გამოძიებაში მონაწილეობაზე უარს ამბობს.

დღის ამბები