27 მაისი 2024,   02:47
ვრცლად
უნდა დავაწესოთ ახალი სანქციები, რადგან რუსეთმა ვერ შეძლოს გლობალურ ზეწოლასთან ადაპტირება - ზელენსკი

"ჩვენ არა მხოლოდ უნდა შევზღუდოთ ტერორისტული სახელმწიფოს შესაძლებლობა გვერდი აუაროს არსებულ სანქციებს, არამედ უნდა დავაწესოთ ახლები, რადგან რუსეთმა ვერ შეძლოს გლობალურ ზეწოლასთან ადაპტირება" - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთზე სასანქციო ზეწოლის გაძლიერების გარდა ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.

"ამ დროისთვის ჩვენი ტერიტორიის 170 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი აუფეთქებელი საბრძოლო მასალით არის დანაღმული. ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ფერმერების დამუშავებული მიწებია. ჩვენ არა მხოლოდ უნდა შევზღუდოთ ტერორისტი სახელმწიფოს უნარი, გვერდი აუაროს არსებულ სანქციებს, არამედ ასევე დავაწესოთ ახალი შეზღუდვები, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს გლობალურ ზეწოლასთან ადაპტირება. აღმოსავლეთით ვითარება ძალიან მწვავეა – ძალიან მტკივნეულია. მტრის სამხედრო ძალა უნდა განადგურდეს და ჩვენ მას გავანადგურებთ. რაც ნაკლები იქნება სანქციებთან ადაპტირების რუსეთის უნარი, მით უფრო მალე შევძლებთ ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და უკრაინისთვის მშვიდობის დაბრუნებას," - აცხადებს ზელენსკი.

დღის ამბები