20 მაისი 2024,   22:02
ვრცლად
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ თავდაცვის ახალ კოდექსს დადებითად აფასებენ

სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ატაშეები თავდაცვის ახალ კოდექსს დადებითად აფასებენ. ატაშეებთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნისთვის თავდაცვის კოდექსის მნიშვნელობაზე და აღინიშნა, რომ რეფორმები შემუშავებულია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის, საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიზნების გათვალისწინებით.

ახალი კოდექსით იქმნება რეზერვის მყარი საფუძველი, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის.

დიპლომატიური კორპუსის, NATO-ს ძირითადი ჯგუფისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, თავდაცვის კოდექსის შემუშავება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის.

დღის ამბები