18 აპრილი 2024,   20:42
ვრცლად
"საჯარიმო სანქციები საკმაოდ მაღალია, გააჩნია, რა ტიპის დარღვევას ექნება ადგილი" - მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები ამოქმედდა

დღეიდან, დამატებით 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე რეფერენტული ფასი ამოქმედდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მედიკამენტების სია, მომავალში, კიდევ უფრო გაიზრდება.

მათივე ცნობით, თუ აფთიაქები მედიკამენტებს აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან, დაჯარიმდებიან.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური აცხადებს, რომ საჯარიმო სანქციები საკმაოდ მაღალია. 

"ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტია მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. იმ მედიკამენტებზე, რომლებიც 15 თებერვალს შევიდა ძალაში, საშეღავათო პერიოდი მოქმედებდა. უკვე, რეგულირების სააგენტოს შეუძლია, გაფრთხილება და საჯარიმო სანქციები აამოქმედოს. საჯარიმო სანქციები საკმაოდ მაღალია, 5-დან 30 000 ლარამდე, გააჩნია, რა ტიპის დარღვევას ექნება ადგილი,"- აცხადებს ღუდუშაური.

დღის ამბები