21 მაისი 2024,   01:28
ვრცლად
შსს: მპოლიციამ მაღაზია "დელფოსის" ქურდობის ფაქტზე 1 პირი დააკავა- დანაშაული 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს 

პოლიციამ მაღაზია "დელფოსის" ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1985 წელს დაბადებული ა.ჰ. ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე საიუველირო მაღაზიიდან სხვადასხვა ძვირადღირებული სამკაული მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.ჰ. მომხდარიდან მეორე დღეს, ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,"-ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები