



ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ტერორიზმში ბრალდებულ ბადრი ესებუას პროცესი მიმდინარეობს, სადაც ბრალდების მხარის მოწმეების, მათ შორის, მძევლების დაკითხვა გრძელდება.
დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი, ავთანდილ გალდავა დაიკითხება, რომელიც თავდამსხმელმა მძევლად ნახევარი მილიონი დოლარის გადაცემის შემდეგ აიყვანა და მოგვიანებით, სამ მძევალთან ერთად ტყეში დატოვა.