



დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით ზუგდიდში, ტექნოპარკში დასაქმების ფორუმი გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც, მსხვილი კომპანიების, ასევე ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლები. ჯამში, 20-ზე მეტ კომპანიას 250-ზე მეტი ვაკანსია ჰქონდა წარმოდგენილი. ფორუმზე, სამუშაოს მაძიებლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, დამსაქმებლებისგან პირადად მიეღოთ ინფორმაცია და შეერჩიათ სასურველი ვაკანსია.