18 მაისი 2024,   16:12
ვრცლად
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ტელეკომპანია "პოსტივის" ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალური საგამოძიებო სამსახური დიმიტრი ჩიქოვანის სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ტელეკომპანია "პოსტივის" ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ტელეკომპანია "პოსტვის" ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს,"- აღნიოშნულია განცხადებაში. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის სახლში, გასული ღამის განმავლობაში, საპარტულო პოლიცია იმყოფებოდა.

სამართალდამცველები ადგილზე სატელეფოო ზარის საფუძველზე მივიდნენ. ზარი 112-ში "პოსტივის" ჟურნალისტისგან შევიდა, რომლის ინფორმაციითაც, ბინაში ჩიქოვანი სამოქალაქო აქტივისტ თათია სამხარაძესთან ერთად იმყოფებოდა და სავარუდო დანაშაული ხდებოდა.

აღსანიშნავია, რომ დიმიტრი ჩიქოვანი, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლის ძმაა. 

დღის ამბები