15 მაისი 2024,   03:55
ვრცლად
რუსეთი ბელარუსში ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს

რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მოსკოვისა და მინსკის შეთანხმების თანახმად, ტაქტიკური ბირთვული იარაღის საცავი ბელარუსში პირველი ივლისისთვის აშენდება.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ეს ნაბიჯი შესაბამის საერთაშორისო ვალდებულებებს არ დაარღვევს. მისი განმარტებით, ამის მიზეზი დიდი ბრიტანეთის განცხადება გახდა უკრაინისთვის გაღარიბებული ურანით საბრძოლო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით.

დღის ამბები