16 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
შევხედავთ, რას გააკეთებს პარლამენტი, მაგრამ თუ ეს კანონმდებლობა დამტკიცდება, ეს გვაიძულებს ფუნდამენტურად გადავხედოთ საქართველოსთან ურთიერთობებს - თეთრი სახლის პრესმდივანი

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თეთრი სახლის პრესმდივანი გამოეხმაურა. კარინ ჟან-პიერის განცხადებით, თბილისში ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დემონსტრაციები ტარდება.

თეთრ სახლში იმედს გამოთქვამენ, რომ პრეზიდენტი კანონს ვეტოს დადებს.

"ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში კრემლის სტილის უცხოური აგენტების კანონმდებლობით, რომელიც სულ ახლახან დამტკიცდა პარლამენტის მიერ და მოველით, რომ პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებს.

იმ ფონზე, როცა არ არის ნათელი პარლამენტი დაძლევს თუ არა პოტენციურ ვეტოს, ჩვენ პირდაპირ ვაცხადებთ ჩვენს შეშფოთებაზე იმ კანონმდებლობის გამო, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს და დააშორებს საქართველოს ევროკავშირის ღირებულებებს და ნუ დაგვავიწყდება, რომ - ნატოსაც.

ქართველი ხალხი ამ კანონმდებლობის მიმართ საკუთარ თვალსაზრისს გამოხატავს ქუჩებში პროტესტით და გასულ შაბათ-კვირას გავრცელებული ცნობებით, ვნახეთ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროტესტი, ათობით ათასი მშვიდობიანი მონაწილით, რომლებიც არ შეეგუენ დაშინების ტაქტიკას და თავიანთ მთავრობას უთხრეს, შეწინააღმდეგებოდა ამ კანონს, ვინაიდან მათ სურთ ევროატლანტიკური მომავალი.

შევხედავთ, რას გააკეთებს პარლამენტი. მაგრამ, თუ ეს კანონმდებლობა დამტკიცდება, ეს გვაიძულებს ფუნდამენტურად გადავხედოთ საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობებს,"- თეთრი სახლის პრესმდივანი კარინ ჟან-პიერი

დღის ამბები