საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან გმირთა მოედანთან გადაინაცვლეს, გზა გადაკეტეს. მომიტინგეებმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გმირთა მოედანზე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. ამ დროისთვის, გმირთა მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად პარალიზებულია.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოწინააღმდეგეების ნაწილი პარლამენტთანაც რჩება.