27 ივლისი 2024,   05:06
ვრცლად
თბილისი ჭეშმარიტად ევროპის დედაქალაქია, თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა და ჩვენგან შეგიძლიათ უფრო მეტს ელოდოთ - ბუნდესტაგის დეპუტატი აქციაზე მივიდა

ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი, რომელიც თბილისში ვიზიტით იმყოფება, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს შეუერთდა და მათ სიტყვით მიმართა:

"თბილისი ჭეშმარიტად ევროპის დედაქალაქია. თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა და თქვენ ჩვენგან შეგიძლიათ უფრო მეტს ელოდოთ. ძვირფასო ამომრჩევლებო, მინდა გთხოვოთ, რომ უსმინოთ ახალგაზრდა თაობას, თქვენს ბავშვებს, დებსა და ძმებს. ვიცი, რომ თქვენი გული სავსეა ბრაზით. მე მოვიყვან მიშელ ობამას ციტატას: "როცა ისინი დაბლა ეშვებიან ჩვენ ვმაღლდებით". ჩვენ არ ვართ რადიკალები და არც თქვენ ხართ რადიკალები. თქვენ ევროპული მეინსტრიმი ხართ. თქვენ დემოკრატიისთვის იბრძვით. აქ არ ვართ იმიტომ, რომ მხოლოდ სოლიდარობა გამოგიცხადოთ. მმართველი პარტიისთვის მკაფიო გზავნილი გვაქვს - შეაჩერეთ ეს კანონი. აქ ვართ სხვადასხვა გამოცდილების პოლიტიკოსები, მაგრამ ერთიანები ქართველი ხალხის მხარდაჭერაში. მინდა გთხოვოთ, რომ არ დანებდეთ! გჯეროდეთ თქვენი იდეების ძალის. იყავით ძლიერი," - განაცხადა ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა აქციაზე გამოსვლისას.

დღის ამბები