15 მაისი 2024,   00:40
ვრცლად
ნაბიჯ-ნაბიჯ ვაკეთებთ ყველაფერს ყველგან, რათა რუსული რევანშიზმი დამარცხდეს უკრაინისა და ზოგადად, ერების თავისუფლების წინააღმდეგ - ზელენსკი

ომის 396-ე დღეს, რუსმა ოკუპანტებმა სუმის ოლქის 6 დასახლება დაბომბეს. 49-ჯერ დაიბომბა ხერსონის ოლქი. ჭურვები საცხოვრებელ კორპუსებსა და სასწავლო დაწესებულებებს მოხვდა. დაჭრილია 9 ადგილობრივი.

აგრესორების სამიზნე გახდა ნიკოპოლიც, რუსმა სამხედროებმა ქალაქზე იერიში დრონებით მიიტანეს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ კვირაში შეერთებული შტატებისგან, ლიეტუვისგან, ფინეთისგან და გერმანიისგან თავდაცვის მხარდაჭერის ახალ პაკეტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს.

"შვედეთის პარლამენტმა უკვე დაამტკიცა უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის მე-11 პაკეტი. უსაფრთხოების პაკეტი და ძლიერი შეთანხმებები გვაქვს იაპონიასთან. მივიღეთ 1,5 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარება ევროკავშირისგან. ხორვატიის მთავრობამ ჩვენი დაჭრილი მეომრების მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროგრამა დამტკიცა. საბერძნეთი შეუერთდა პარტნიორთა ჯგუფს, რომლებიც სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე მუშაობენ. ისლანდიამ გოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ნაბიჯ-ნაბიჯ ვაკეთებთ ყველაფერს ყველგან, რათა რუსული რევანშიზმი დამარცხდეს უკრაინისა და ზოგადად ერების თავისუფლების წინააღმდეგ.

რუსეთმა უნდა წააგოს ბრძოლის ველზე, ეკონომიკაში, საერთაშორისო ურთიერთობებში და ისტორიული ჭეშმარიტების ზოგიერთი იმპერიული მითით ჩანაცვლების მცდელობაში. კრემლი წააგებს ჩვენი ხალხის სულიერად დამონების მცდელობაში. სწორედ რუსეთის სრულმასშტაბიანი დამარცხება იქნება საიმედო გარანტია ახალი აგრესიებისა და კრიზისების წინააღმდეგ," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

დღის ამბები