11 მაისი 2024,   12:47
ვრცლად
ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობა სასამართლო რეფორმის განხილვას გადადებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობა სასამართლო რეფორმის განხილვას გადადებს. მიზეზად ფართო კონსენსუსის მიღწევის სურვილი სახელდება. ბენიამინ ნეთანიაჰუ სადავო ცვლილებების წინააღმდეგ დაწყებულ მასშტაბურ საპროტესტო გამოსვლებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი მთავრობა არასდროს მიიღებს სამოქალაქო ომს.

მთავრობის მიერ ინიცირებულ სასამართლო რეფორმის გამო ისრაელში საპროტესტო გამოსვლები ბოლო კვირების განმავლობაში იმართება. პროტესტს 27 ქალაქის მერი შეუერთდა, პრეზიდენტმა კი პრემიერს, პროცესის დაუყოვნებლივი შეჩერებისკენ მოუწოდა.

სადაო რეფორმა, უზენაეს სასამართლოს მთავრობის მიერ მიღებული კანონების მოქმედების შეჩერების უფლებას უზღუდავს, მთავრობისთვის კი მოსამართლეების შერჩევის პროცესში უფლებამოსილებას ზრდის.


დღის ამბები