03 მაისი 2024,   08:31
ვრცლად
"ჩემმა შვილმა თქვა, თუ მამაჩემმა ეგ გააკეთა, მე ჩემი ხელით ჩავაბარებ პოლიციასო" - რას ამბობს ქარელში სექსუალური დანაშაულისთვის დაკავებულის ცოლი

გარყვნილი ქმედება არასრულწლოვანი გოგონას მიმართ - ფაქტი შიდა ქართლის ერთ ერთ სოფელში მოხდა, დაკავებულია 63 წლის კაცი.

"კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ ფაქტს მეზობელი შეესწრო. ამასთან, ირკვევა, რომ მოზარდი გოგონა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. ასევე ცნობილი გახდა რომ თავად დაკავებული საკმაოდ აქტიური იყო, არსებული ინფორმაციით, ის რამდენიმე სოფელში "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორია. 

"კურიერი" დაკავებულის ცოლსაც ესაუბრა.

"იმ ქალმა თქვა სარაიის საპირფარეშოში ვიყავიო, რომ გამოვიარე, "სარაიაში" დავინახე ერთმანეთს ეხვეოდნენ ეს გოგო და შენი ქმარიო. ჩემმა შვილმა თქვა, თუ მამაჩემმა ეგ გააკეთა, მე ჩემი ხელით ჩავაბარებ პოლიციასო. ჩემმა შვილმა დარეკა..." - ამბობს დაკავებულის ცოლი.

დღის ამბები