15 მაისი 2024,   01:04
ვრცლად
პუტინი შესაძლოა თურქეთს ეწვიოს - განცხადება ერდოღანმა თურქულ მედიასთან გააკეთა

პუტინი შესაძლოა თურქეთს ეწვიოს - ამის შესახებ ერდოღანმა თურქულ მედიას განუცხადა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, პუტინი 27 აპრილს პირადად დაესწრება ან ონლაინ რეჟიმში ჩაერთვება ბირთვული ელექტროსადგურის გახსნის ცერემონიას, რომელიც რუსეთის ატომური ენერგოკომპანიის, "როსატომის" მხარდაჭერით აშენდა.

თურქეთი საერთაშორისო ხელშეკრულების, "რომის სტატუტის" მონაწილე არ არის და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას არ აღიარებს. შესაბამისად, თურქეთს პუტინის დაკავების ვალდებულება არ აქვს. 



დღის ამბები