19 აპრილი 2024,   02:27
ვრცლად
მზად ვართ რესპუბლიკური საავადმყოფოს ყველა თანამშრომელს გავესაუბროთ, გავცეთ პასუხი შეკითხვებზე, რაც მათ აქვთ საკუთარ დასაქმებასთან დაკავშირებით - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების ნაწილმა გაავრცელა. საუბარია კლინიკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ზაზა ავალიანის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

ავალიანის გადადგომა და მის ნაცვლად გიორგი დონდუას დანიშვნა მედიკოსების ერთ-ერთი მოთხოვნაა. კლინიკაში დღეს პროტესტის მეხუთე დღეა. ექიმები საავადმყოფოში ისევ შეიკრიბნენ და განცხადება გააკეთეს.

პარალელურად, განცხადებას აკეთებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე.

როგორც თამარ გაბუნია განმარტავს, რესპუბლიკურმა საავადმყოფომ უნდა აიღოს მაღალ ტექნოლოგიური, მაღალ პროფილური საავადმყოფოს ფუნქცია, როგორც თბილისისთვის, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით. 

ამასთან, გაბუნია აცხადებს, რომ სამინისტრო მზად არის გასცეს ყველა იმ კითხვას პასუხი, რაც პროტესტის რეჟიმში მყოფ ექიმებს აქვთ. 

"რესპუბლიკურმა საავადმყოფომ უნდა აიღოს მაღალტექნოლოგიური, მაღალპროფილური საავადმყოფოს ფუნქცია, როგორც თბილისისთვის, ასევე მთელი ქვეყნისთვის.  ამ ფუნქციების დაბინავება დღევანდელი ინფრასტრუქტურის პირობებში, ტექნიკურად არის შეუძლებელი.

აქედან გამომდინარე იქნა გადაწყვეტილება მიღებული ახალი შენობის მშენებლობის თაობაზე და ახლა ის გარდამავალი პერიოდი, რომელიც მიმდინარეობს და რომელსაც ყველა ვხედავთ, რომ არის საკმაოდ კომპლექსური პერიოდი, უნდა გავიაროთ თანამშრომლობის რეჟიმში. 

ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ თანამშრომელს სათითაოდ გავესაუბროთ, გავცეთ პასუხი იმ შეკითხვებს, რომელიც აქვთ მა საკუთარ დასაქმებასთან დაკავშირებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს სამომავლო ბედთან დაკავშირებით, მაგრამ რესპუბლიკურმა საავადმყოფომ უნდა შეიქმნას მომავალი,"-აცხადებს თამარ გაბუნია. 

დღის ამბები