07 მაისი 2024,   17:47
ვრცლად
ჩინეთი ომისთვის ემზადება - სი ძინპინი

სი ძინპინის თქმით, ჩინეთი ომისთვის ემზადება. როგორც გამოცემა "ფორინ ეფეარი" წერს, ჩინეთის პარლამენტისა და მის უმაღლეს პოლიტიკურ მრჩეველთა ორგანოს ყოველწლიურ შეხვედრაზე, ჩინეთის ლიდერმა ომისთვის მზადყოფნაზე ყურადღება ოთხ ცალკეულ გამოსვლაში გაამახვილა.

სტატიის თანახმად, სი ძინპინის მთავრობამ ასევე ჩინეთის თავდაცვის ბიუჯეტის 7,2%-იანი ზრდა გამოაცხადა , რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში გაორმაგებული მაჩვენებელია.

ბოლო თვეებში პეკინმა, სამხედრო მზადყოფნის შესახებ ახალი კანონები გამოაქვეყნა, ახალი თავშესაფრები შექმნა ტაივანის სრუტის გასწვრივ ქალაქებში და ახალი "ეროვნული თავდაცვის მობილიზაციის“ ოფისები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დღის ამბები