18 მაისი 2024,   20:18
ვრცლად
ქარელში მომხდარი სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის ბრალდებულს ხაშურის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. საუბარია ქარელში მომხდარ სექსუალური ხასიათის დანაშაულზე - გამოძიება 63 წლის კაცს გარყვნილ ქმედებას ედავება.

არსებული ინფორმაციით, მან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდზე იძალადა.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესი სამედიცინო დაწესებულებაში გაიმართა განსასჯელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

ბრალი მას სს კოდექსის 138-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედება ედავება, რაც თავისუფლების აღკვეთას 11-დან-15 წლამდე ვადით გულისხმობს.

დღის ამბები