27 ივლისი 2024,   03:53
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა ბათუმში მთავრობის სახლთან აქცია გამართეს

ბათუმში, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა მთავრობის სახლთან საინფორმაციო ხასიათის აქცია გამართეს.

ლიდერებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდეს 9 აპრილს პარლამენტთან დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ. პარტიის ლიდერების განცხადებით, ხელისუფლება არ ასრულებს 12 პუნქტიან ვალდებულებას და ცდილობს ქვეყნის რუსულ რელსებზე გადაყვანას, ამიტომ, აუცილებელია მშვიდობიანი აქციების გზით დაინახოს მმართველმა გუნდმა ქართველი ხალხის ევროპისკენ სწრაფვა.

აქციის მოთხოვნა ასევე არის ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. ოპოზიციას საინფორმაციო ხასიათის აქციები კიდევ რამდენიმე ქალაქში აქვთ დაგეგმილი

დღის ამბები