სასამართლომ სასტუმრო "ამბასადორში" ხანძრის გაჩენის ბრალდებით დაკავებულის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე დღეს უნდა იმსჯელოს.
პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. გამოძიების ინფორმაციით, ჩატარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რათა დადგინდეს, შეეძლო თუ არა ბრალდებულს გაეცნობიერებინა თავისი ქმედებები დანაშაულის ჩადენის დროს.
პროკურატურის ცნობით, 31 მარტს ძლიერი ხანძარი სწორედ 28 წლის დაკავებულმა გააჩინა, რამაც სასტუმროს მე-3 და მე-4 სართულები დააზიანა.