ენგურჰესში ციფრული მმართველობის დანერგვა იწყება. ადგილზე ავსტრიული კომპანია "ვერბუნდის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. უცხოელმა სპეციალისტებმა თაღოვანი კაშხლის ტერიტორია დაათვალიერეს.
ექსპერტების ძირითად ამოცანას ჰესის საკონტროლო სისტემის შემოწმება და საოპერაციო სამსახურის წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაციის მიღება იყო. უცხოელი სპეციალისტები აფხაზეთის ტერიტორიაზე, სოფელ საბერიოშიც იმყოფებოდნენ, სადაც ელექტრო და მექანიკური მოწყობილობების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.