დღეს უნდა გახდეს ცნობილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის დასკვნა. კონსილიუმის წევრების წინასწარი შეფასებით, სააკაშვილი უახლოვდება კრიტიკულ ზღვარს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება.
გაუარესების ერთ-ერთ მიზეზად ექიმი კი მათ მიერ დასმულ დიაგნოზს - პოსტტრავმულ აშლილობას ასახელებს, სადაც ადგილი აქვს სააკაშვილის გარემოსთან შეუგუებლობას. დოკუმენტის გასაჯაროებამდე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარები კეთდება პოლიტიკოსების მხრიდან.
სააკაშვილის ოჯახის წევრები კვლავ მის წონაზე საუბრობენ. გიული ალასანია ამბობს, რომ სავარაუდოდ, ადვოკატები დღეს პატიმარ სააკაშვილთან სტრასბურგის სარჩელს განიხილავენ.
"ძალიან გამხდარია, ჩონჩხი, ჩვეულებრივი. დღის მანძილზე მაინც მაქვს იმედი, ველოდები, რომ იქნებ იყოს ის დასკვნა. ადვოკატები მოვლენ ალბათ, დაილაპარაკებენ იმ ტექსტზე, რომელიც გაიგზავნება სტრასბურგში არ ვიცი. სტრასბურგს მთელი სურათი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის წარვუდგინოთ, ვაჩვენოთ და ეს არის ბოლო, რასაც მივიღებთ. რატომ ჭიანურდება არ ვიცი, უკვე რამდენი ხანია ვამბობ, რომ მე მეჩქარება," - განაცხადა გიული ალასანია.