თორნიკე რიჟვაძე 2025 წლისთვის აჭარაში ვიზიტორთა რაოდენობის 6 მილიონამდე, ხოლო რესპუბლიკური ბიუჯეტის 1 მილიარდ ლარამდე გაზრდას გეგმავს. რიჟვაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სამუშაო თათბირი გამართა. განიხილეს 2023 წელს განსახორციელებელი გეგმები.
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, კურორტ გოდერძის ახალი საბაგირო და სათხილამურო ტრასა დაემატება.
"ინარჩუნებს სტაბილურ ბიზნეს გარემოს და როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ინვესტორებს აქვთ სრული ნდობა, რომ მათი კაპიტალი დააბანდონ ჩვენს ქვეყანაში და რეგიონში, რაც აისახება თითოეული აჭარაში მაცხოვრებელი ოჯახის შემოსავლების ზრდაზე. ტურიზმი ინარჩუნებს პრიორიტეტულ მიმართულებას, ეს არის მნიშვნელოვანი დარგი ჩვენი ავტონომიური რესპუბლიკისთვის. შესაბამისად, ყველგან როგორც ბათუმში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში უნდა განვავითაროთ ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა," - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.