15 ნოემბერი 2024,   06:13
ვრცლად
კანდიდატის სტატუსი არ არის საჩუქარი, ჩვენ უნდა ავიღოთ ვალდებულებები, მათ შორის სასამართლოსთან მიმართებაში - ხატია დეკანოიძე

"სასამართლო და მართლმსაჯულება თუ არ იქნება დამოუკიდებელი, ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე ვერ გავაგრძელებთ გზას" - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ხატია დეკანოიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა. 

მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, ხელისუფლებამ რეკომენდაციების შესრულების ვალდებულება უნდა აიღოს, რაც მოიცავს სასამართლო სისტემის რეფორმასაც. 

"სასამართლო და მართლმსაჯულება თუ არ იქნება დამოუკიდებელი, ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე ვერ გავაგრძელებთ გზას. თქვენ ალბათ გახსოვთ ევროკომისიის გადაწყვეტილება - ეს ორი დღის წინ გაჟღერდა იმ ადამიანების მიერ, როდესაც ჩვენ პირდაპირ გვითხრეს, რომ საქართველოს აქვს შანსი, მაშინ, როდესაც მოლდოვასა და უკრაინასთან მოლაპარაკებების პროცესი დაიწყება, ანუ ოქტომბერში. მაისში დაიდება შუალედური მოსაზრებები, ახლა უკვე ძალიან მალე, ამ შეფასებებზე, მათ შორის, ოქტომბერში გაფართოების სამიტზე გამოცხადდება მთავარი გადაწყვეტილება. არავინ ისე არ მოგვცემს, თუ არ შესრულდა ეს რეკომენდაციები. კი, ქართველ ხალხს ნამდვილად ეკუთვნის და თქვენ იცით ჩემი პოზიცია, მე მომხრე ვარ, რომ ჩემმა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს ჩვენ გვიბიძგებს, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, მაგრამ ეს არ არის საჩუქარი, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რომ ავიღოთ ეს ვალდებულებები, მათ შორის სასამართლოსთან მიმართებაში. ამიტომ, მექნება დაუყოვნებლივ მოთხოვნა ხელისუფლებასთან, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, თქვენ იცით, რომ მიუხედავად ვენეციის კომისიის დასკვნისა საერთო სასამართლოების კანონმდებლობაზე, ჯერჯერობით, არავითარ ახალ რეფორმებზე პოლიტიკური ნება გამოხატული არ არის. ჩემი მოთხოვნა იქნება, რომ სასწრაფოდ დაიწყოს ხელისუფლებამ ამ სასამართლო რეფორმაზე მუშაობა,"-განაცხადა ხატია დეკანოიძემ "ღამის კურიერის" ეთერში. 

დღის ამბები