23 აგვისტო 2026,   12:01
ვრცლად
მძიმე ბრძოლები უკრაინაში კვლავ გრძელდება - რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 5 დასახლება დაბომბეს

მძიმე ბრძოლები უკრაინაში კვლავ გრძელდება. რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 5 დასახლება დაბომბეს. ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ხერსონის ოლქის 3 დასახლებას. დაშავდა 7 მშვიდობიანი მოქალაქე. მძიმე არტილერიით დაარტყეს ნიკოპოლის ოლქს.

ყველაზე ცხელ წერტილებად რჩება აღმოსავლეთ უკრაინაში ქალაქი ბახმუტი, ავდიივკა და მარინკა.

რუსეთის დაქირავებულმა ვაგნერის ჯგუფის ხელმძღვანელმა აღიარა, რომ უკრაინული ძალები ბახმუტის ზოგიერთ ნაწილში კვლავ რჩებიან და რუსული სეტევის მიუხედავად უკან არ იხევენ.

რაც შეეხება საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის დახმარებას, ლიეტუვა უკრაინას 44 მილიონი დოლარის სამხედრო პაკეტს გადასცემს.

დღის ამბები