ბოლო დღეებში რუსულმა ძალებმა გარკვეული იმპულსი დაიბრუნეს ბახმუტისთვის ბრძოლაში. ეს მაშინ, როცა 2023 წლის მარტის ბოლოდან მათი წინსვლა დიდწილად შეჩერებული იყო - ინფორმაციას ბრიტანული დაზვერვა ავრცელებს.
"რუსეთმა კიდევ უფრო მოახერხა დაწინაურება და ახლა დიდი ალბათობით გადავიდა ქალაქის ცენტრში და დაიპყრო მდინარე ბახმუტკას დასავლეთ ნაპირი. უკრაინის მთავარი მარშრუტი ქალაქის დასავლეთით, სავარაუდოდ, საფრთხის ქვეშაა.
რუსეთის რეგულარულმა ძალებმა, სავარაუდოდ, საჰაერო-სადესანტო ძალების ჩათვლით, გააძლიერეს ტერიტორია და რუსეთი აქტიურად იყენებს არტილერიას ამ სექტორში.
არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ვაგნერის ჯგუფსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მეთაურებმა შეწყვიტეს მტრობა და გააუმჯობესეს ურთიერთთანამშრომლობა“, - ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.