პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტი უკვე დაიწყო. გაბალის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ცერემონია გაიმართა. პრემიერი აზერბაიჯანში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
სულ ცოტა ხანში ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევთან გამართავს პირისპირ შეხვედრას, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.