ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება.
მარნეულში, აღმაშენებლის ქუჩისა და სოფელ ბაიდარის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო. ორივე პროექტი ჯამში 22 000 ბენეფიციარს მოემსახურება.